ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები როგორებიც ვართ, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქადაგების დროს გამოეხმაურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი. მიტროპოლიტი გიორგის თქმით, ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სწორი პოზიცია დააფიქსიროს.

"იძახიან, რომ ადამიანი, რომელმაც მრავალი ქველმოქმედება მოიმოქმედა ქვეყანაში, ასეთი ადამიანი თურმე უნდა დასანქცირდეს და სისხლისმსმელი ტოტალიტარული რეჟიმის შემოქმედი ადამიანი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.

ჩვენ კარგად გვახსოვს ის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ყველა ოჯახს შეეხო თავისი ტირანიით,
მხეცზე უფრო მეტად დაუნდობელი ქმედებებით. მაშინაც, მე კარგად მახსოვს ეს ე.წ. დასავლეთი როგორი უწოდებდა მას დემოკრატიის შუქურას. სანამ ქართველმა ხალხმა არ ამხილა მრავალმხრივ დანაშაულში მისი რეჟიმი.

ჩვენი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა ამ დიდ ზეწოლას უნდა გაუძლოს. ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ. ჩვენი ღირებულებებით, მრავალსაუკონოვანი კულტურით, ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს,"
- აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი.

წყარო: rustavi2.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər