ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც რუსულ კანონს II მოსმენით განიხილავენ, გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიას და სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს.

საბაბად ანრი ოხანაშვილმა ოთხივე შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა, კერძოდ, განაცხადა, რომ დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”.

ამასთანავე, ოხანაშვილი მიკროფონს
უთიშავს და სიტყვას აწყვეტინებს დეპუტატებს, როცა მათი კითხვების შინაარსი მისთვის მიუღებელია.

რუსული კანონი მმართველმა პარტიამ I მოსმენით 16 აპრილს დაამტკიცა.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər