„გველოდეთ" - Anonymous „ოცნებას" და პოლიციას აფრთხილებს
ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და მის ძალადობრივ დარბევას ეხმაურება – X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მოძრაობა „ქართულ ოცნებას” მიმართავს და აფრთხილებს, რომ საქართველო არ არის რუსეთი და არასდროს იქნება.

„საქართველოში აქციის მონაწილეებს: არ ხართ მარტო – Anonymous-ის წევრები თქვენს გვერდით დგანან და დაგეხმარებიან იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის.

საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა
გამოიწვევს თქვენი სამთავრობო უწყებების შესახებ ინფორმაციების გავრცელებას. ჩვენ დავიკავებთ თქვენს ყველა საინფორმაციო ბაზას და მეილებს და გავავრცელებთ მათ ინტერნეტში. ეს არის თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილება.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ოცნების” პარტიას, დაიმახსოვრეთ; საქართველო არ არის რუსეთი და არასდროს იქნება. გველოდეთ”.


წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər