„ოცნების" ლიდერები და წევრები საპატრიარქოს ორგანიზებულ „ოჯახის დღეს" შეუერთდნენ
მმართველი პარტიის ლიდერები და წევრები საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს” შეუერთდნენ.
ადგილზე არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ასევე, მიხეილ სარჯველაძე, ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი ირაკლი ქარსელაძე, ვიქტორ სანიკიძე და სხვები.

საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა. 1 წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და
ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა ძალადობრივად დაარბიეს ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი და მშვიდობიანი აქცია, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეხებოდა.

„ოჯახის სიწმინდის დღე” თავისი არსით ჰომოფობიური სახისთისაა.

წინა წლებში საპატრიარქოს მსვლელობაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.

მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან, ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყება და სამებაში დასრულდება.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər