სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.
ინფორმაციას მის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ იღებს „ქართული
ოცნების“ მთავრობა. ამის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა
ცნობილი.
„რომც გვქონდეს მოსაწვევი, ვერ წავალთ”, –
გვითხრა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თუმცა, დამატებით
კითხვებს აღარ უპასუხა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წელს 14-16
თებერვალსაა
დაგეგმილი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციაა საერთაშორისო
უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. 1693 წლიდან ყოველწლიურად აქ თავს იყრიან
პოლიტიკური, სამხედრო, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგდოების ლიდერები
და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს განიხილავენ.