ოპოზიციური პარტიები ოფისებზე პლაკატების გაკვრის ამსახველ მასალებს ავრცელებენ
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ავრცელებენ ვიდეო და ფოტომასალას, სადაც ჩანს, როგორ აკრავენ ნიღბიანი პირები 8-9 მაისის ღამეს მათ ოფისებზე პლაკატებს. "გვიან ღამით, "ქართული ოცნების" მიერ ჩვენს თანამოქალაქეებზე ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ, პარტია "ახალის" ოფისზე სუს-ის ნიღბიანმა თანამშრომლებმა, რომლებიც "შკოდას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ზიზღის შემცველი პოსტერები გააკრეს და გააკეთეს წარწერები". - წერს პარტია ახალი და ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.


ნიღბიანმა
პირებმა პლაკატები გააკრეს გირჩი-დროას ოფისთანაც. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ფოტოებს გირჩი-მეტი თავისუფლება საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.


"აგენტები", "ერის მტერი", "აგენტების შტაბი" - რეჟიმმა წარწერები და პლაკატები რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების სახლებსა და მანქანებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე 8-9 მაისის ღამეს დატოვა. 


მანამდე, 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პროტესტის მონაწილეებს, ენმ-ს წევრს, დიმა ჩიქოვანს, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძესა და ორბორბლიანთა მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს.
წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər