მარნეულის N4 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
2023 წელს ქალაქ მარნეულის N4 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქვემო ქართლის მხარის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს 15 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება.

2023 წელს აშენდება:
  • ქალაქ რუსთავის №11 და №25 საბავშვო ბაღები;
  • ბოლნისში დაბა კაზრეთის და მამხუტის საბავშვო ბაღები;
  • თეთრიწყაროში ვაშლოვანის და ორბეთის საბავშვო ბაღები;
  • წალკაში თიალეთისა და კაბურის საბავშვო ბაღები;
  • გარდაბანში მარტყოფის და სართიჭალის საბავშვო ბაღები;
  • დმანისში ამამლოს და ირგანჩაის საბავშვო ბაღები;
  • მარნეულში ქალაქ მარნეულის, წერეთლის და შულავერის საბავშვო ბაღები.
2023 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
  • რუსთავის №31 ბაღს;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ტანძიისა და ქვემო ბოლნისის ბაღს;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ლემშვენიერას №1 და ლემშვენიერა-მზიანეთის ბაღს;
  • დმანისის №1 საბავშვო ბაღს;
  • თეთრიწყაროს №1 საბავშვო ბაღს;
  • მარნეულის №4 საბავშვო ბაღს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მარნეულში 3 ბაღის მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონზე მეტი გამოიყო.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər