ლაზარე გრიგორიადისი ციხეს სავარაუდოდ დღეს, 24 აპრილს დატოვებს
ლაზარე გრიგორიადისი დღეს, 24 აპრილს, სავარაუდოდ, ციხეს დატოვებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაციას ლაზარეს ადვოკატი თათია მანიჟაშვილი უდასტურებს.

“განაჩენი უკვე ჩავაბარეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ადმინისტრაცია მოამზადებს დოკუმენტაციას და გადაგზავნის პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც ლაზარე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 18 საათამდე ველოდებით ლაზარეს გათავისუფლებას. გვეშველა!”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტაციის გაგზავნას, ადვოკატის ინფორმაციით, მხოლოდ რამდენიმეწუთიანი პროცედურა სჭირდება.

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს 12 აპრილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადებისთანავე მისი ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წავიდნენ და სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. პრეზიდენტმა იმავე დღეს განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.

ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების სავარაუდო თარიღი, პროცედურული მიზეზებით, რამდენჯერმე გადაიდო.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər