კოსტავას ქუჩაზე ახალდაგებული გზა ისევ აყარეს
რამდენიმე თვის წინ რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩაზე ასფალტის საფარი კვლავ აყრილია. მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას, თუ რატომ გახდა საჭირო გზის საფარის თავიდან აყრა.

,,ამ სამუშაოთი უკმაყოფილონი ვართ, ყოველთვის აკეთებენ გზას, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ისევ ანგრევენ გზას. ეს გზა ან მთლიანად გააკეთონ, ან საერთოდ აყარონ. საღამოებით ადმაიანებსაც კი პრობლემა ექმნებათ სიარულისთვის და მანქნებზე საუბარი ზედმეტია. რა გავაკეთოთ არ
ვიცით ეს არ არის გამონაკლისი, მარნეულის ქუჩებშიც მსგავსი სიტუაციაა’’.
- ამბობს კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები კაცი


მოქალაქეები თვლიან, რომ გზაზე არსებული პრობლემების გამო მოსახლეობას საფრთხე ექმნება.


,,ამ გზის მდგომარეობა ძალიან ცუდია, მანქანები, როდესაც გადადიან ამ გზიდან მაღალ სიჩქარეს იყენებენ, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანებისთვის, ვინაიდან სიჩქარის შენელება არ შეუძლიათ მძღოლებს და შეიძლება უცბად ავარიული შემთხვევა მოხდეს’’. - ამბობს კოსტავას ქუჩის კიდევ ერთი მოსახლე


კოსტავას ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთათვის მოძრაობა სახიფათოა, რადგან ქუჩაზე ტროტუარები მოწყობილი არაა. მოსახლეობა წუხს, რომ სახიფათო გზით სარგებლობა უწევთ.

,,ამ ქუჩაში მე ვცხოვრობ და ვფიქრობ, ეს გზა ძალიან სახიფათოა ადამიანებისთვის. ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მოხუცებისთვის, მანქანებისთვის და მრავალი სხვათათვის ეს გზა საკმაოდ დიდი საფრთხეა. ადამაინებს არ სურთ ამ გზებიდან სიარული. ეს გზა გაკეთებული ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ისევ აყარეს, მიზეზი ჩვენთვის უცნობია და ვფიქრობ თითონაც არ იციან, თუ რატომ აყარეს ეს გზა’’. - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი მარნეულიდან.


აღსანიშნავია, რომ კოსტავას ქუჩაზე გზის საფარის დაგება გასულ წელს დასრულდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო ,,მარნეულს" 2021 წლის დეკემბერში განუცხადეს, რომ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მთლიანობაში 672 000 ლარს შეადგენს.

ნინო გუსეინოვა
რადიო “მარნეული”

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər