წინა წელთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასი 14.7%-ით გაიზარდა
მაისის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტია, ხოლო წლიური ინფლაცია — 6,5%.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების კატეგორიაში ფასების 4.3 პროცენტით გაიზარდა მატებას. 1.3 პროცენტით გაიზარდა ჯანდაცვის ღირებულებაც.

ფასები შემცირდა ტრანსპორტის მომსახურებში — 2.4 პროცენტით. აგრეთვე, 4,4 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ექსპლუატაციის ღირებულებაც.

საქსტატის ცნობით, უცლვლელი რჩება წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი, ხოლო 1.1 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასი.

ფასია მომატებული ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც — 0.5 პროცენტით წინა თვესთან შედარებით, მატებაა საცხოვრებლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის კატეგორიაშიც — 0.7%.

წინა თვესთან შედარებით, 1 პროცენტით დაიწია ფასებმა ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში.

ფასები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა კავშირგაბმულობის (0.6%), დასვენების, გართობისა და კულტურის (0.3%), განათლების (0.1%) და სხვადასხვა საქონლისა და მომსახურები (1.5%) კატეგორიაში.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, რომელმაც 6,5% შეადგინა, მასში ძირითადი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ზრდას მიუძღვის — ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (24.6 პროცენტი), თევზეული (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი).

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər