საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან აღდგება
საქართველოში საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან აღდგება.
რადიო „მარნეულს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს,
რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელი მიმართულებით აღდგება ფრენები.
აღნიშნულ საკითხზე მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფოებთან
მოლაპარაკებებს აწარმოებს.
საქართველოში საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის პანდემიის
გავრცელების შემდგომ შეჩერდა.
რადიო "მარნეული"