საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში,
ინფიცირებულთა რაოდენობა 995-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე
გამოქვეყნდა.
ამ ეტაპზე არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ
857-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის
რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი
– 219.