საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში,
ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე
გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით
გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.