საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირბადის ტარება აუცილებელი აღარ იქნება
12 აგვისტოს დადგენილებით, მთავრობამ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იმ ჩამონათვალიდან ამოიღო, სადაც პირბადის ტარება აუცილებელია.

ამავე დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, პირბადის გამოყენება აუცილებელია „ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა შემთხვევებში − „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების შესაბამისად“.

5 აგვისტოს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება, თუმცა მთავრობას ჯერ არ გამოუქვეყნებია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწევთ.

ამ დრომდე პირბადის ტარება აუციელბელია შემდეგ ადგილებში:
  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში;
  • სავაჭრო ობიექტებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას; (საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის.

წყარო: publika.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər