„ქრონიკის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ
დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები
შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც
იყო ორმხრივი სროლა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან
ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული
ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა
დეტალები უცნობია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს
აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: imedinews.ge