ბაქომ სამ სომეხ ბიზნესმენზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთის სომეხთა კავშირის ხელმძღვანელზე, ბიზნესმენ არა აბრამიანზე, ასევე, კომპანია “ტაშირის” პრეზიდენტ სამველ კარაპეტიანზე და კომპანია Royalsys Engineering-ის პრეზიდენტ დავით გალსტიანზე.

აზერბაიჯანის პროკურატურა სამივე პირს ედავება 2001-2021 წლებში სომხეთში, შემდეგ კი მთიან ყარაბარში იარაღის კონტრაბანდის ორგანიზებას.

ბაქოს ცნობითვე, სისხლის სამართლის საქმე აბრამიანის, კარაპეტიანისა და გალსტიანის წინააღმდეგ აზერბაიჯანმა 28 მაისს აღძრა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, სამართლებრივ დახმარებაზე მიმართვა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო უწყებებში უკვე გაგზავნა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər