29 მაისიდან უქმდება შეზღუდვა მუნიციპალურ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
გადაადგილებაზე.
თბილისში მუშაობას განაახლებს მეტროპოლიტენი, საბაგირო და სხვა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
თუმცა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილება პირბადის
გარეშე – ამის თაობაზე მთავრობამ ცვლილებები კარანტინის შესახებ
გამოცემულ დადგენილებაში 28 მაისს შეიტანა.
8 ივნისამდე ჯერჯერობით კვლავ შეზღუდულია საქალაქთაშორისო მიმოსვლა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
კვლავ აკრძალულია:
- რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის
სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურება, რომელიც
ხორციელდება დახურულ სივრცეში;
- სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების
ორგანიზება/ჩატარება;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი
პროცედურა/აქტივობები;
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა