შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 31 მაისის დილის 9
სააათიდან განახლდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდების
ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი.
ამ დრომდე მომსახურების სააგენტოში მხოლოდ პრაქტიკული გამოცდების
ჩაბარება იყო შესაძლებელი მათთვის, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე
ჩაბარებული ჰქონდა.
უწყების განცხადებით, მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან,
COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის
სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში
მოემსახურება. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე
სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.