თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობა შეეძლებათ – ცესკო
თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის საშუალებით შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის ამომრჩევლებმა 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან, 22 საათამდე უნდა დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრის ნომერზე – 2 51 00 51 (შიდა ნომერი 0).

ცესკოს განმარტებით, საარჩევნო გადასატანი ყუთით სარგებლობა შეეძლებათ იმ ადამიანებს, რომელთა მონაცემებით ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყებების მონაცემთა ბაზაში.

გადასატანი საარჩენო ყუთით კენჭისყრის პროცედურა კენჭისყრის დღეს დაიწყება 08:00 საათზე და დასრულდება 20:00 საათზე.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 24 სექტემბრისთვის, კორონავირუსის შეზღუდვების გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში 19 039 ადამიანი იმყოფება.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər