თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა
გადასატანი ყუთის საშუალებით შეეძლებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია
ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გადასატანი ყუთით
სარგებლობისთვის ამომრჩევლებმა 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის
ჩათვლით, 10:00 საათიდან, 22 საათამდე უნდა დარეკონ ცესკოს
საინფორმაციო ცენტრის ნომერზე – 2 51 00 51 (შიდა ნომერი 0).
ცესკოს განმარტებით, საარჩევნო გადასატანი ყუთით სარგებლობა შეეძლებათ
იმ ადამიანებს, რომელთა მონაცემებით ოფიციალურად ფიქსირდება
შესაბამისი უწყებების მონაცემთა ბაზაში.
გადასატანი საარჩენო ყუთით კენჭისყრის პროცედურა კენჭისყრის დღეს
დაიწყება 08:00 საათზე და დასრულდება 20:00 საათზე.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 24 სექტემბრისთვის, კორონავირუსის
შეზღუდვების გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში 19 039 ადამიანი
იმყოფება.