ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების
დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირი თბილისში გადმოასვენეს.
გადმოსვენებულთა შორის, ათი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირია. მათი
პანაშვიდი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში
გრძელდება. გადმოსვენებულებს სამხედრო
პატივით დღეს დაკრძალავენ.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი
იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა და ეს პროცესი
დღემდე გრძელდება.