„ოცნება" ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს ცვლის და საკონსულტაციო საბჭოს აუქმებს
„ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ისევ შეაქვს ცვლილებები.

კერძოდ, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი.

კერძოდ, მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის 4/1 პუნქტი:

თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ამავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება.

ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს არის ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმი მსგავსი შემთხვევების მოსაწესრიგებლად.

„ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამასთან, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში.

განმარტებითი ბარათის თანახმად:

„ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული”.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ საარჩევნო კოდექსში 2021 წელს ჩაიწერა. ჯგუფში უნდა ყოფილიყო არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი. საბჭო ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ცესკო არ უზრუნველყოფდა საბჭოს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər