მარნეულის საბავშო ბაღებში რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება. აღსაზრდელების დარეგისტრირება მშობლებს იმ ბაღში შეეძლებათ, სადაც ბავშვის მიყვანა სურთ.

როგორც მარნეულის ბაგა-ბააღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა, 2022-2023 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი, 1 ივნისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპი 22 აგვისტო- 2 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაციის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს ბავშვის მშობელი/კანონმდებლობით განსაზღვრული პირი ან სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე აღჭურვილი არის მსგავსი უფლებებით.

აღნიშნულისათვის მშობლებმა/მეურვეებმა/ მინდობილმა პირებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე საჭიროა აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც საჭიროა რეგისტრაციისათვის:

• ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
• ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობა
• ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100)
• 4 ფოტოსურათი (ზომა ¾ სმ.)
• მშობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• სოციალურად დაუცველი პირის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
• იძლებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი(არსებობის შემთხვევაში)
• პირის შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)


Print