არჩევნების II ტური 30 ოქტომბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [11:00 საათი], 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.

ამ 20 ქალაქში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, მათ შორისაა თბილისი, სადაც მეორე ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები მეორე ტურში ერთმანეთს სულ 17 ქალაქში დაუპირისპირდებიან, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგია გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები