დაშტაფაში დაჭრილი ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერი საავადმყოფოდან გაწერეს
სოფელ დაშტაფაში მდებარე N52 საარჩევნო უბანთან დაჭრილი ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერი საავადმყოფოდან გაწერეს. რადიო "მარნეულთან" საუბრისას ლეიბორისტული პარტიის წევრი და მარნეულის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ალი ბადიროვი აცხადებს, რომ დაზარალებული თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, პირს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

"მას საავადმყოფოში განთავსების მერე ოპერაცია ჩაუტარდა. პარტიის წევრი გუშინ გამოუშვეს სახლში. მომხდართან დაკავშირებით პოლიციას განმარტება მისცა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავს კარგად გრძნობს".


ალი ბადიროვის თქმით დღეს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოფელ დაშტაფაში ჩავა და დაჭრილს სახლში მოინახულებს.

აღსანშნავია, რომ 2 ოქტომბერს სოფელ დაშტაფაში, N52 უბანზე ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერი დაჭრეს. ბადიროვის განცხადებით, მათი მხარდამჭერი "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა დაჭრა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები