"ენმ" მარნეულის ოლქში არჩევნების შედეგბის გაბათილებას მოითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულში არჩევების შედეგების ბათლად გამოცხადებას ითხოვს. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ენმ- დან ელგუჯა ჩხიტუნიძე ამბობს, მუნიციპალიტეტში არჩევნები გაყალბებით და ძალადობრივი გზებით ჩატარდა.

განმარტავს, რომ თითქმის ყველა უბნის ოქმში დისბალანსია. ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მათ ხელი შეეშალათ საჩივრების შეტანაში და წარდგენისთვის განსაზღვრული დროც ამოიწურა. ხელის შეშლად ის ლაშა ქველაძის დაკავებას მიიჩნევს.

„ყველაზე მთავარი და მიღებული რაც არის, რომ ჩვენ გაგვესაჩივრებინა და შეგვეტანა საჩივრები უბნერბზე, ყველაფერი რაც კანონით არის, ამაზედაც ხელი შეგვიშალეს. როდესაც კომუნიკაცია ჰქონდა ლაშა ქველაძეს ჩემთან და როდესაც უნდა შეგვეტანა საჩივრები და დახარისხებული გვქონდა ყველაფერი. ყველა საბუთი ჰქონდა ლაშას. მან განახორციელა ზარი ჩემთან, მე ვიყავი სხდომაზე. ჩემი და ლაშას ლაპარაკის შემდეგ, 5 წუთში დააკავეს ლაშა იმიტომ,რომ არ მოსულიყო და კანონიერი გზით არ გაგვეპროტესტებინა საჩივრები. ამასობაში ვეღარ მოვასწარით შეტანა. ფაქტები არსებობს, ყველგან დარღვევები, გადასწორებული ოქმები. ლაშა ქველაძეს დამუშავებული ჰქონდა ფატობრივად მასალები და აიყვანეს. თუ აყვანა უნდოდათ, შეიძლებოდა ორი დღის შემდეგ აეყვანათ მაგალითად თუ რამე დაარღვია“

ელგუჯა ჩხიტუნიძე მიიჩნევს, რომ თითქმის ყველა უბანი ექვემდებარება გადათვლას. არა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაში, არამედ მთლიანად საარჩევნო უბნის თვალსაზრისით, რისი გაკეთებაც ადგილობრივ საარჩევნო კომისიას არ სურს. ამბობს, რომ ის პროტესტის ნიშნად კომისიის სხდომებს აღარ დაესწრება.

"ერთი ასეთი ფაქტ გვაქვს კიდევ ჩვენი კანდიდატის რამილ ახმედოვის შემთხვევაში. ოქმების მიხედვით, რამილ ახმედოვი იმარჯვებდა და საბოლოოდ რა ქნეს? მთლიანად 56 უბანზე, ფაქტებიც არსეებობს, თუ როგორ ყრია მთლიანად ძირს ბიულეტინები ნაგავში. ამ უბნის გაუქმებაც კი არ უნდათ. ეს ხვდება ჩვენი ოლქის თავმჯდომარის და მისი პირდაპირი მენეჯერის, იაკობ ასანიძს მითითებით. ჩვენი ლაპარაკი იქ არაფერს ნიშნავს და როგორ მოვიქცეთ? მე, როგორც ოლქის წევრი სხვა საშუალება არ მაქვს და პრიტესტის ნიშნად იქ არც მივალ და ვერც მივალ. რომ მივიდე, მაინც ყველა ჩემ გამოთქმულ აზრზის საწინააღმდეგოს მიდიან“

საპასუხოდ ჩვენ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ანი ილუიძე ჩავწერეთ. როგორც ის, ჩვენთა საუბარში ამბობს, ისინი აუცილებლად გადაითვლიან იმ შემაჯამებელ ოქმებს, სადაც უზუსტობებია და არ ახლავს შემაჯამებელი ოქმები. რაც შეეხება არჩევნების ბათილად ცნობას, ილურიძე ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღება.

„არავინ ამბობს იმას, რომ არ გადავითვლით. სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენ. ის შემაჯამებელი ოქმები, რომელსაც არ ახლავს შესწორების ოქმები, შესაბამისად, ჩვენ გამოვავლინეთ და ყველა ის უზუსტობა, რომელიც ახლავს ამ შემაჯამებელ ოქმებს, უნდა მმოვიწვიოთ სხდომა და ვიმსჯელოთ. თუ გადასათველელია გადაითვალოთ შესაბამისად და ვნახოთ რა შედეგები დადგა და რატომ არ არის შესწორების ოქმები. ამიტომ მზაობა ჩვენი მხრიდან არის. რაც შეეხება ბათილობის საკითხს, ამაზე უნდა იმსჯელოს საოლქო კომისიამ და ხმათა უმრავლესობით მიიღება მსგავსი გადაწყვეტილებები“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, მარნეულის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი კენან ომაროვი გახდა.
ოპოზიციური პარტიები მარნეულში გამართულ არჩევნებს უარყოფითად აფასებენ. აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება ყველა უბანზე ხმების გაყალბებით, ამომრჩევლის მოსყიდვით, ძალადობითა და ამომრჩევლის დაშინებით მოიგო, ხოლო „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მარნეულში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები