ქალთა აქტივიზმი, გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლის ისტორია - მარნეულში ლექციები გაიმართა
საქართველოს გაეროს ასოციაციამ  "ახალი აზროვნების ინსტიტუტთან" თანამშრომლობით, მარნეულში ახალგაზრდებისთვის სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის ლექციები ჩაატარა.

ახალგაზრდებს ქალთა აქტივიზმის, საქართველოში საყოველთაო საარჩევნო უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლის ისტორიის, პოლიტიკური პარტიების როლისა  და  დემოკრატიულ სახელმწიფოში მათი მნიშვნელობის შესახებ ლექციები წაიკითხეს
მომხსენებლებმა:  

ლელა გაფრინდაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 

ლევან ლორთქიფანიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი. 

ლექციები 11 თებერვალს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით უკვე 2 წელია მარნეულელი ახალგაზრდებისათვის სისტემატურად ტარდება სახალხო უნივერსიტეტის ლექციები.  

სხვადასხვა სესიების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები შემდეგ თემებს შეეხებოდა:  

  • რუსული იმპერიალიზმისა და საბჭოთა რეჟიმის შესახებ;
  • ადგილობრივი თვითმმართველობისა და სათემო ინიციატივების შესახებ;
  • საქართველოში კონფლიქტებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შესახებ;
  • 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ეროვნებით აზერბაიჯანელი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების შესახებ და სხვა.

მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციებმა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით  80-მდე დაბა, სოფელი და ქალაქი მოიცვა და 2000-ზე მეტი მსმენელი მოძრავი უნივერსიტეტის აუდიტორიაში გააერთიანა.  

მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროსასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები