„იმედების სამშობლო" - მარნეულელმა მწერალმა თურქეთში რომანი გამოსცა

მარნეულელმა ახალგაზრდა ატიფ აბასოვმა მომდევნო წიგნი, გამოსცა.

აბასოვის დაწერილი რომანი „იმედების სამშობლო“ თურქეთში დაიბეჭდა. როგირც ის რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომანში პატრიოტიზმი, სიყვარული და მონატრება მთავარ ადგილს იკავებს.

„რომანში პატრიოტიზმი უპირატესობაა. მთავარი გმირი ერთი ომიდან მეორეში მიდია. ყარაბაღის ომში იღებს მონაწილეობას. წიგნის ერთ-ერთ ნაწილში ყარაბაღის ომზე მიდის საუბარი. რომანის მთავარი გმირი, სამხრეთ ოსეთში, 2008 წელს იღუპება“.

ავტორი ამბობს, რომ რომანის მთავარი გმირი ბორჩალოელი ეთნიკური აზერბაიჯანელია.

რომანის მთავარი გმირი ჩვენი ეროვნებისაა, მე რომანში გამოვხატე, რომ როცა საჭიროა, ჩვენც შეგვიძლია ამ ქვეყნისთვის თავის გაწირვა".

აბასოვმა 170 გვერდიანი რომანის თურქულ ენაზე დაწერის მიზეზებზეც ისაუბრა. იგი ამბობს, რომ თურქეთში მიღებული განათლების გამო, ამ ენაზე აზრის გამოხატვა მისთვის უფრო ადვილია. ამბობს, რომ წიგნს ქართულ ენაზეც გამოსცემს.

ატიფ აბასოვმა თქვა, რომ წიგნი მომავალი კვირიდან თურქეთის მაღაზიებში გაიყიდება. უახლოეს მომავალში კი წიგნის პრეზენტაციას საქართველოში გამართავს.

 

Print