მარნეულელ მომღერალს „პერსონა 2020“ სტატუსი მიენიჭა
მარნეულელ მომღერალ შაბან მამედოვს „პერსონა 2020“ სტატუსი მიენიჭა.
შაბანმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ „İnter Group”-ის მიერ საქართველოში უკვე ექვსი წელია რაც პროექტი ხორციელდება და ყოველწლიურად 50 წარმატებულ ადამიანს გამოავლენს.

15 ივლისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრებ წარმატებულ ხელოვანებს, ვინც საქართველო სხვადასხვა ღონისძიებებზე წარმატებით წარადგინა დიპლომები გადაეცემათ.

„საერთაშორისო შეჯიბრებებში სადაც წავალ უვე ჩემი დიპლომი შტრიხ კოდით არქივში იქნება დაცუდი და ყველა ღონისძიებაზე იქნება ცნობილი რომ მე საქართველოში ეს სტატუსი მივიღე“ - გვითხრა შაბან მამედოვმა

შაბანის თქმით, მას ძალიან გაუხარდა როდესაც უთხრეს, რომ ის 50 წარმატებულ ადამიანს შორის ერთ-ერთი გახდა.

„ეს ჩემთვის ძალიან საამაყო გრძნობა იყო. ეს ადასტურებს, რომ მე რაღაც შემიძლია. ვიცი, რომ რაც გავაკეთე არ დაიკარგა“.

შაბან მამედოვმა დღემდე სოლო შესრულებით ექვსი საერთაშორისო გრანპრი მოიპოვა. 30-ზე მეტი ფესტივალის ლაურეატია და 12-ზე მეტი პირველი ადგილის მფლობელი.

რადიო "მარნეული"
Print