ილჰამ ალიევი: 8 ნოემბერი აზერბაიჯანის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ საპატიო ხეივანი და მოწამეთა ხეივანი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოწამეთა ხეივანიდან მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

”ბრძოლის ველზე ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ. 2020 წლის 8 ნოემბერი აზერბაიჯანის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება. ეს ამბავი სამუდამოდ იცოცხლებს. დღეს ბრწყინვალე გამარჯვების დღეა”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, დღეს აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი შუშა ოკუპაციისგან გაათავისუფლა.
Print