აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 37 ადამიანი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 129 544- მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 470-ს მიაღწია.

ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დღემდე 79 162 პაციენტი განიკურნა, ამჟამად კი 47 272 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print