აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა,
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე
დანიშვნა მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო
საუბარი შედგა.
,,ალი ასადოვმა საქართველოს
მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური
ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი
ქვეყნის ისტორიულ-კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები
თანამშრომლობის ყველა სფეროში კიდევ უფრო მეტად
განმტკიცდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ
ალიევმაც.
წყარო:
report.ge