ესპანეთში, ვალენსიაში გაჩენილ მასობრივ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა –
მედიების ცნობით, ხანძარი ორ გაერთიანებულ საცხოვრებელ კორპუსში
გაჩნდა და პირველადი ცნობებით, 4 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ესპანეთის სასწრაფო დახმარების სამსახური ამბობს, 20-მდე
ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კორპუსში 138 ბინა იყო და მინიმუმ, 450
ადამიანი ცხოვრობდა. ცეცხლის ქრობის პროცესში 15 ადამიანი დაშავდა,
მათ შორის 6 მეხანძრე და
მოზარდი – მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას
საფრთხე არ ემუქრება.
მაცხოვრებლების ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მეოთხე სართულიდან
დაიწყო და დაახლოებით, 10 წუთში მთელს შენობაზე გავრცელდა.