Xəbərlər
საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე განათლების სამინისტროს შეთავაზებას საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის უარყოფითად აფასებს
საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი განათლების სამინისტროს საპენსიო ასაკის მასწავლებლებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. განათლების სამინისტროს ცნობით, ორი წლის ხელფასის ჯილდოს სახით გადაცემა იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს ეხებათ, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, არ სურთ გამოცდაზე გასვლა, ან გასვლის შემთხვევაში ჩაიჭრებიან, ან კიდევ განმეორებით გამოცდასაც ვერ ჩააბარებენ.

იუსუბოვის თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა ყველა მოქალაქის ვალია. მაგრამ საქართველოში ცხოვრებასთან ერთად ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა თავიანთი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა უნდა დიაცვან და ამის შესახებ ინფორმირებულნი უნდა იყვნენ.
მისი თქმით, საპენსიო ასაკის მასწავლებლების გაშვება არასწორი ნაბიჯი იქნება იმ მომენტში, როდესაც კადრების ჩანაცვლების ალტერნატივა არ არსებობს. იუსუბოვმა ასევე აღნიშნა, რომ კომპეტენტურ უწყებებს უკვე წერილობით მიმართა და საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის კადრების გადამზადებამდე დარჩენის იდეა მიაწოდა.

განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის მასწავლებლებს სტავაზობს 2 წლის ხელფასს ჯილდოს სახით და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევას. პედაგოგებმა ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადონ. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

თეგები: Marneulifm Marneuli
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია