ქვემო სარალის საზოგადოებრივ ცენტრში პოეზიის საღამო გაიმართა
21 დეკემბერს ქვემო სარალის საზოგადოებრივ ცენტრში "საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა საზოგადოების" მხარდაჭერით ნასიმის 650 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აქტიური ახალგაზრდები, ცენტრის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.

პოეზიის საღამო მუსიკალურად გააფორმეს აშუღებმა. ქვემო სარალის საზოგადოებრივი ცენტრის მოსწავლეებმა სტუმრებს ნასიმის ლექსები წარუდგინეს.

ცენტრის დამფუძნებელის, საქინა რუსტამოვას თქმით, ეს მათმიერ ჩატარებული პირველი პოეზიის საღამო იყო და სამომავლოდაც გეგმავენ მსგავს აქტივობების განხორციელებას.











Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google