ნაგავსაყრელთან ცხოვრებას მიჩვეულები - სოფელ მოლაოღლის მოუგვარებელი პრობლემა (ფოტო)

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლიში, სადაც 1 100-მდე ადამინი ცხოვრობს, 50 წელზე მეტია, რაც სანაგვე ურნები არ აქვთ.


ქუჩებში დაყრილმა ნაგავმა სოფლეში სტიქიური ნაგავსაყრელის გორა წარმოქმნდა. მოსახლეობის თქმით, სტიქიური ნაგავსაყრელი საფრთხის ქვეშ ბავშვებს, მოხუცებსა და ცხოველებს აყენებს.

„ჩვენი სახლი ნაგავსაყრელთან ძალიან ახლოსაა და ამიტომ იქიდან მოსული სუნი ჩვენზე ცუდად მოქმედებს. ეს ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას“- ამბობს აიშა ენაგიევა

შექმინილი ნაგავსაყრელის გამო სოფელში საქონლის სიკვდილიანობის შემთხვევბიც ფიქსირდება. მესაქონლეობით დაკავებულ ოჯახებში 1 ან 2 ცხოველი გარშემო გადაყრილ ნაგავს ჭამს და მოწამვლით კვდება.


მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაგავსაყრელების გამო სიკვდილიანობაზე საუბრობს მოლაოღლუელი გულერ ენაგიევა. ამბობს, რომ ნაგავსაყრელები არა მხოლოდ ცხოველებს, არამედ ბავშვებსაც უქმნიან პრობლემას.

გულერი თქმით, მათ შვილებს ყოველდღე უწევთ ნაგავსარელის გვერდით გავლა და სკოლაში წასვლა. ეშინია, რომ შვილები გაუსაძლისი სუნის გამო ავად გახდებიან.

მოსახლეობა ამბობს, რომ ადრე ისინი ნაგავს მდინარეში ყრიდნენ და ისიც წყალს მიჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მდინარეში წყალი დაშრა, იძულებულები გახდნენ, რომ ნაგავი გარშემო დაეყარათ.

შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას 300 სანაგვე ურნის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

200 სანაგვე ურნას მუნიციპალიტეტს ქვემო-ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფისი გადასცემს. მუმლაძემ ჯერ არ იცის, თუ სად განთავსდება ურნები.
რადიო „მარენული“







Müəllif - Orxan Ənağıyev
"Marneuli" Radiosu
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google