"ლავაშის საცხობი" - ბიზნესიდეა ქალების დამოუკიდებლობისთვის (+ფოტო)
21 თებერვალს, სოფელ ხულდარაში, ლავაშის საცხობი გაიხსნა. "ახალი აზროვნების ინსტიტუტმა" ფონდ „ტასო"-სა და კახეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით სოფელ ხულდარასა და მოლაოღლიში ქალებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი შექმნა.

პროექტის ფარგლებში, ქალებმა განათლების მიღებისა და მუშაობის შესაძლებლობა მოიპოვეს.

პროექტში მონაწილე ქალებმა სამოქალაქო განათლების კურსი გაიარეს და ფინანსთა სამინისტროში რვა დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე „როგორ უნდა შეიქმნა და მართო ბიზნესი“.

ტრენინგების დასრულების შემდეგ, მათ სერტიფკატები გადასცეს და პროექტის ფარგლებში სოფელში სალავაშე, „საკონდიტრო“ და „სილამაზის სალონი" გახსნეს.

„ხუთამდე ქალი გაერთიანდა და გადაწყვიტეს,რაც შეეძლოთ ის გაეკეთებინათ. მათი სურვილის განსახორციელებლად 3 პროექტი დავწერეთ და არასამთავრობო ორგანიზაციას გავუგზავნეთ. სამივე დაგვიფინანსეს. პროექტის ფარგლებში ქალებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი შევიძინეთ“- თქვა ახალი აზროვნების ინსტიტუტის თავმჯდომარემ ქამრან ეფენდიევმა.

ქამრან ეფენდიევის თქმით, უკვე სამი თვეა, რაც აღნიშნული ობიექტები ფუნქციონირებს. აღნიშნავს, რომ მათი ოფიციალური გახსნა რამდენიმე დღეში გაიმართება.

პროექტის ფარგლებში თითო სოფლიდან ხუთმა დიასახლისმა სოფელ ხულდარაში, მოლაოღლიში და სადახლოში თავიანთი მცირე ბიზნესი შექმნეს და დასაქმდნენ.

„15 ქალი დასაქმდა სამ სოფელში. ქალებიდან ერთ-ერთმა, ქამალა ნასიბობმა მარნეულში მდებარე კოლეჯში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მოიპოვა. იგი ამჟამად მუშაობს და თან უფასოდ სწავლობს“- ამბობს ქამრან ეფენდიევი


ქამრან ეფენდიევმა ისიც აღნიშნა, რომ "ახალი აზროვნების ინსტიტუტი" მხოლოდ მოსწავლეებს კი არა, მცხოვრებლებსაც ემსახურება.



















Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google