სადახლოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტი შენდება
სადახლოში სასწრაფო სამედცინო დახმარების პუნქტის მშენებლობა დაიწყეს. წლებია, რაც სადახლოში მსგავსი სერვისი არ არსებობდა, რის გამოც მოქალაქეებს 35 კილომეტრის გავლა და მარნეულში ჩამოსვლა უწევდათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში სასწრაფოს მანქანა იყო, მაგრამ პაციენტის მისაღებად ცენტრი არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების პუნქტის მშენებლობისთვის 135 000 ლარია გამოყოფილი და სადახლოს გარდა მიმდებარე სოფლებსაც მოემსახურება.

შენობით სარგებლობა, სავარაუდოდ, აპრილის თვეში იქნება შესაძლებელი.

ავტორი - აისუნ შაფარაევა





Müəllif - Aysun Şaparayeva
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google