რას იძენენ ყველაზე ხშირად მარნეულელები აფთიაქებში
კარანტინის პირობებში პირველი რეკომენდაცია არის პირდაბეების გამოყენება, დისტანციის დაცვა და ხშირად ხელების და პირადი ნივთების დამუშავება სადენზინფექციო ხსნარებით. როგორც კი ეპიდემიოლოგებმა ეს რეკომენდაცია გასცეს, საქართველოს მასშტაბით ყველა აფთიაქში დეფიციტი შეიქმნა პირბადეებზე და სადენზინფექციო ხსნარზე.

არც მარნეული იყო გამონაკლისი. ჯერ კიდევ 23 მარს, მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადებამდე შეიქმნა ჰიგიენის საშუალებების დეფიციტი.

მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში თუ რა იყო ყველაზე მოთხოვნადი, აფთიაქებში, გვიპასუხა ერთ-ერთი მსხვილი კერძო აფთიაქის ფარმაცევტმა:

როგორც კი საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსი, აფთიაქებში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია არის, სპირტი, პერეკისი, პირბადეები. გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენა ეშინია მოსახლებას, ჰგონიათ, რომ გაიგონ, მაშინვე კარანტინში გაუშვებენ. ანტიბიოტიკების შეძენაც მკვეთრად შემცირდა. ნოემბერ-დეკემბერში გრიპების სეზონზე ძალიან მოთხოვნადი იყო ყველა ეს საშუალება. ახლა ხალხი თავს იკავებს და მხოლოდ ჰიგიენის საშულებებს იძენს“

ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო პირდაბეებია. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, მთავრობამ პირდაბეების წარმოება გააქტიურა. გასული კვირიდან პირბადეები სააფთიაქო ქსელებში გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირზე მხოლოდ სამი პირბადე იყიდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google