„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ მოსახლეობის დახმარებებს აგრძელებს
„ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ სოფელ ხულდერას, მოლაოღლის, სადახლოს, ხოჯორნისა და მარადისის შეჭირვებულ ოჯახებს პროდუქტები გადასცა. როგორც „ახალი აზროვნების ინსტიტუსტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არიზ დაშდამიროვმა თქვა მსგავსი აქტივობა, სახვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით განახორციელეს.

„უკვე ორი წელია ფონდ „ტასოსთან“, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან და სხვადასხვა ქეა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად პროექტს ვახორციელებთ. „ქალთა ეკონომიკური გაძილიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” ამ პროექტში ქამრან ეფენდიევთან ერთად , რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ რთულ პერიოდში ადამიანებს დავეხმაროთ“- ამბობს არიზ დაშდამიროვი.

დაგეგმილია მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში სულ 100 გაჭირვებული ოჯახისთვის პროდუქტით დახმარება. მათ შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში 50 ოჯახს მიაწვდიან საკვებ პროდუქტებს.

ახალი აზროვნების ინსტიტუტის კიდევ ერთი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი აცხადებს, რომ ინსტიტუტი თემის პრობლემებით ინტერესდება და მათ დასახმარებლად აქტივობები გაგრძელდება.

ავტორი: სახავატ ილიასოვი





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია