თეატრ „ერას" გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებისთვის 5 ფილმი იბრძვის
თეატრი „ერას" გამოცხადებული ფილმის კონკურსი გრძელდება. თეატრის ინიციატივით და საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მხარდაჭერით გამოცხადებულმა კონკურსმა უკვე 3 ფილმი წარუდგინა მაყურებელს.

თბილისის აზერბაიჯანული დრამ თეატრის ყოფილი მსახიობი და რეჟისორი, თეატრ ერას მხატვრული ხელმძღვანელი, ანარ რაფიგოღლუ რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ თეატრის მსახიობებმა კონკურსი გამოაცხადეს რომ ახალგაზრდებმა სახლში დრო ნაყოფიერად გაატარონ. კონკურსის დროს ახალგაზრდებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღეს და თეატრ ერას ფეისბუკ გვერდზე გააგზავნეს.

მსახიობებმა გაგზავნილი ფილმებიდან მხოლოდ 5 აირჩიეს და ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.

გაამრჯვებულს ჟიური გამოავლენს. სპეციალისტი და გამოცდილი რეჟისორი, ასევე მსახიობები შეაფასებენ ფილმებს და გამარჯვებულს გამოაცხადებენ. ჟიური შეაფასებს თემის აქტუალობას, ფილმის გადაღებას, მონტაჟს. ბოლოს კითხვარსაც შეავსებენ და ხალხის აზრს გაითვალისწინებენ“- ამბობს ანარ რაფიგოღლუ.
რაფიგოღლუმ თქვა რომ დღეს გვერდზე მეოთხე ფილმი, ხვალ კი მეხუთე - ბოლო ფილმი დაიდება. შერჩევითობის პრინციბით კი გამარჯვებული გამოვლინდება. მან თქვა, რომ პირველი ადგილის მფლობელს ფულად ჯილდოს მისცემენ.

მსახიობმა კარანტინის დროს გადადებული სპექტაკლების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ კარანტინამდე მარნეულში ახალი სპექტაქლის დადგმას გეგმავდნენ. მისივე თქმით, ახლომომავალში ერას მსახიობები აქტიურად დაიწყებენ მუშაობა.

{{AUDIO}}



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google