"ახმედ იმაყულიევისნაირები მე ვერ მეტყვიან ეს თქვი და ის თქვიო“ - როვშან ისკანდაროვი
მარნეულის საკრებულოს დეპუტატი როვშან ისკენდეროვმა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ახმედ იმამყულიევის მიმართვას უპასუხა.
ისკენდეროვი 28 მაისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში შეხვედრაზე წასვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობა ისტორიის მანძილზე გრძელდება და მას ამის ჩვენება ეპარქიაში გამართულ შეხვედრაზე უნდოდა. აცხადებს, რომ ახმედ იმამყულიევის გასნხვავებული შეხედულება ამ საკითხისადმი არ ესმის.

ახმედისნაირები ჩვენს შეხვედრას თუ იღებენ სხვანიარდ და არ მოსწონთ, წავიდნენ მოიქცენ ისე როგორც უნდათ. ისტორიის განმავლობაში მეგობრულად მცხოვრები ორ ეროვნებას შორის ბენზინი დაასხან და დაწვან ურთიერთობები, არა ვის არ აქვს ამის მორალური უფლება. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, საქართველო არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივედით და სათქმელი ვთქვით რომ ისტორიის განმავლობაში ძმებივით, მეგობრულად ვიცხოვრეთ და ასეც ვაგრძელებთ. ახმედი აქ ცუდს რას ხედავს?“- ამბობს როვშან ისკენდეროვი.

დეპუტატი პასუხობს ახმედ იმამყულიევის იმ განცხადებას, სადაც ის როვშან ისკენდეროვს და მეუფე გიორგის სთავაზობს სადახლოში მეჩეთის აშენებას. ისკენდეროვის თქმით, სადახლოში არაა მიწა რომელიც ეკლესიას ეკუთვნის. ამბობს რომ სადახლოში 5 მეჩეთია და მათი აშენების საკითხი არავის ეხება.

„აქ ისეთი მიწა არ არის. ძალიან ძველი შენობაა ერთი. სადახლოში 5 მეჩეტი გვაქვს. საკამრისია. ამან არ შეაწუხოს არავინ. თუ ახმედისნაირებს ამით რამის მოგება უნდათ, წავიდნენ და სხვა საკითხებს შეეხონ. ახმედისნაირები მე ვერ მეტყვიან ეს თქვი და ის თქვიო. ვინაა ახმედი რომ ას სიტყვებს ამბობს? მე ახმედის სიტყვით უნდა ვიმოქმედო? თუ ახმედს ესმოდა ძმობა და მეგობრობა ადილ ყურბანოვი და აზად ქერიმოვისნაირები რატომ არ დარჩნენ მასთან?“-
ამბობს ისკენდეროვი.

როვშან ისკენდეროვი იმამყულიევის შეთავაზებას პროპაგანდას უწოდებს. ის ამბობს, რომ ახმედ იმამყულიევის ამ ნაბიჯის მიზანი მომავალში არჩევნებში სადახლოს მაცხოვრებლების ხმის მოპოვებაა.

ახმედი რაც უნდა იმას ლაპარაკობს. ესეც პროვოკაციის ერთ-ერთი ტიპია. მე იუსტიციაში კი არ ვმუშაობ რომ რამე საქმე გავაკეთო, ისიც ახმედის სიტყვით. ახმედის ადგილზე რომ ვიყო, მე არჩევნებში ვეღარ მივიღებდი მონაწილეობას. ახმედი 4-5 არჩევნებში იყო და სადახლომ მას არ დაუჭირა მხარი. ის ახლა ფიქრობს რომ ამ გზით ხმას შეაგროვებს, მაგრამ ჩვენთან ახმედისნაირებისთვის ხმა არაა. ახმედის ხელისუფლებამ საზღვრები რომ გაყიდა მაშინ ახმედი სად იყო? ერთ-ერთი პრობლემა ესაა. მე ვერ ვხვდები ახმედი რაზე ლაპარაკობს. შულავერში 5 სოფლის მაცხოვრებლები რომელიც ვერ ყიდდნენ მოსავალს აქცია ჩაატარეს და ამ დროს ახმედი საყვირით მიმართა ხალხს. მას უნდა რხცვენოდეს ამ საქციელის და არ უნდა გამოვიდეს ხალხთან.
„ახმედი საყვირით გამოვიდა ხალხთან. ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს? მე მაგის ადგილას მრცვენია. მის ადგილზე სხვა რომ იყოს არ ილაპარაკებდა. ჩვენი ხალხი ღირსეული ერია. ახმედის სასტვენის, ან მითითებების ღირსი არაა. წავიდეს და თავს მიხედოს ჯერ, ჭკუა ისწავლოს. თავი შორს დაიჭიროს ჩვენგან. ასეთი პროვოკაციები არ გვჭირდება ჩვენ. დიახ, ჩვენ ისტორიის მანძილზე მეგობრები ვიყავით, ამ ქვეყნის შვილები ვართ. წავიდეს და ისტორიას გადახედოს თუ მართალს არ ვეუბნები. ჩვენ ქართველ ხალხთან ვიდექით და დღესაც ასეა“- როვშან ისკენდეროვი აცხადებს.

ახმედ იმამყულიევმა ფეისბუქ ლაივის დროს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს მეუფე გიორგის და როვშან ისკანდაროვს მიმართა და შესთავაზა სადახლოში არსებულ ტერიტოირაზე მეჩეთი ააშენონ. 
Print