თეატრ "ერას" ახალი ოფისი აქვს
2 აგვისტოს ქალაქ თბილისში თეატრი „ერა“ს ახალი ოფისი გაიხსნა.თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და რეჟისორი, თეატრ „ერას“ მხატვრული ხელმძღვანელი ანარ რაფიგოღლუ რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს, რომ უკვე 2 თვეა ახალ ოფისში გადავიდნენ, მაგრამ ოფიციალური გახსნა 2 აგვისტოს გაიმართა. ის ამბობს რომ გუნდი იზრდება და მათი პირველი ოფისი პატარა იყო.

რაფიგოღლუ აზერბაიჯანის დიასპორას კომიტეტის დახმარების ფონდს ოფისთან დაკავშირებით პროექტი გაუგზავნა და ინიციატივა წარადგინა, რომ ახალგაზრდებს სამუშაოდ ახალი სივრცე უნდათ.

ჩვენ პროექტი დავწერეთ რომ თეატრი ერას ახალგაზრდებისთვის აქ ადგილის შექმნა გვინდა. იმ ადგილზე ახალგაზრდები მივლენ და თეატრალურ განათლებას მიიღებენ, თეატრის წევრები გახდებიან და სპექტაკლებზე გამოვლენ. მიზანი ეს იყო. ჩვენ ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც თეატრისადმი ინტერესი აქვთ. ჩვენ ამ ინტერესის განვითრება გვინდა. ამიტომ უფრო დიდ სივრცეში გადასვლის პირობა იყო“.

მასხიობმა განაცხადა რომ ამჟამად თეატრის კურსები მიმდინარეობს და ბევრ სოფელში მსახიობობის ინტერესის მქონე ახალგაზრდები კურსზე დადიან. ამბობს რომ „მსახიობობის, თეატრის და კინოს“ კურსებზე მარნეულიდანაც 10 სტუდენდტი მონაწილობს.

ანარის თქმით, პანდემიამ მათ გეგმებს შეუშალა ხელი. ის აცხადებს, რომ პანდემიამდე თურქეთის ქალაქ დენიზლიში ჩატარებული საერთაშორისო თეატრის ფესტივალზე წასვლა გადაედოთ.

„საზღვრების ჩაკეტვის, ვირუსის გამო ჩვენც ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. უბრალოდ ახლა გაკვეთილები ტარდება. რა თქმა უნდა, გასნხვავებულ გეგმებს განვახორციელებთ"

რაფიქოღლუს თქმით, ეპოდემიოლოგიური სიტუაციის გართულების შემთხვევაში მზად არიან თავიანთი შემოქმედება ონლაინ წარადგინონ.
Print