კირაჩ-მუღანლოში სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაცია კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულმა, ეჰტირამ ამირხანლმა გვთხრა.

ის ამბობს, რომ ძლიერი წვიმების დროს, წყალი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შედის და ზიანს აყენებს. სანიაღვრე სისტემის გაწმენდით სამუშაოებს რწმუნებული საკუთარი ინიციატივით და სახსრებით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, კირაჩ-მუღანლოში, ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა.

 

Print