სოფელ ხულდარასა და მოაოღლიში "დედების სკოლა" დაიწყო

„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ დამფუძნებლებმა არიზ დაშდამიროვმა და ქამრან ეფენდიევმა რამდენიმე თვეა, რაც პროექტი „დედების სკოლა“ დაიწყეს.

„დედების სკოლა“ USAİD-ის “EWMI Access” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტში მონაწილებას 10 დედა იღებს, რომლებიც სოფელ მოლაოღლსა და ხულდარაში ცხოვრობენ. ახალგაზრდა და შუახნის ასაკის დედებს, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ, ქართული ენის, ინგლისურის, ინფორმატიკის და მათემატიკის კურსებს უტარებენ.

არიზ დაშდამიროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ 5-6 წელია, რაც განათლების სექტორში მუშაობენ დ ადამიანებში არსებულ პრობლემებს კარგად ხედავენ.

უკვე წლებია, რაც მე და ქამრან ეფენდიევი განათლების სექტორში ვმუშაობთ. 5-6 წელია პრობლემებს ვხედავთ. ჩვენ ადგილობრივ მასწავლებლებთან თანამშრომლობით ერთი პროექტი დავწერეთ და „დედების სკოლა“ დავარქვით. ჩვენ მივმართეთ „უსაიდს“, რომლებმაც დაფინანსება მოგვცეს“

არიზი გვიყვება, რომ კურსებში მონაწილეების მეუღლეებსაც დიდი ინტერესი აქვთ აღნიშნული პროექტისადმი. ამბობს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ პროექტი „დედების სკოლა 2“-იც განახორციელონ.

„ამჟამად ამ პროექტზე მოთხოვნა დიდია. დასაწყსიში ასეთი შედეგი თუ იქნებოდა არ გვეგონა. მაგრამ პროექტი წარმატებულად გრძელდება. ამიტომ ვხედავთ რომ „დედების სკოლა 2“ -ზე მოთხოვნა იქნება. ქალების მეუღლეების მხრიდან არის ინტერესი რომ სხვების მეუღლეებიც შეუერთდნენ და ისწავლონ რაც არ იციან. ასე შვილებიც იქნებიან განათლებულები“

სოფელი მოლაოღლუს მაცხოვრებელი 45 წლის სევილ ნასიბოვა ბედნიერია, რომ ამ პროექტს შეუერთდა. ამბობს, რომ პროექტში სიახლეები შეიძინა. ნასიბოვა დადებითად აფასებს იმ აზრს რომ პროექტის ფარგლებში მართვის მოწმობის გაკვეთილების ჩატარდეს და ამისთვის უკვე დამფუძნებლებს მიმართეს.

„მე მიხარია, რომ ამ პროექტს შევუერთდი. გოგოებთან ერთად ძალიან გვიხარია რომ პროექტში ვიღებთ მონაწილეობას. პროექტის ავტორებს დიდ მადლობას ვუხდით. ახლა ძალიან გვინდა რომ მართვის მოწმობაც ავიღოთ, ჩვენი საქმეები თვითონვე მოვაგვაროთ“.

59 წლის ელმინაზ ნაიბოვას თქმით მათ სოფლში დედებისთვის გათვალისწინებული პროექტის დაწყება აუცილებელია. ის აცხადებს, რომ დედები ამ გაკვეთილებზე ბევრ ცოდნას მიიღებენ.

„როცა გავიგე რომ სოფელში ასეთი პროექტი ხორციელდება ძალიან გამიხარდა. ჩვენი სოფლის ქალები,ახალგაზრდა დედებისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მადლობას ვუხდი პროექტის ავტორებს. მე თუ ამ ასაკში აქ მოვდივარ რამის შესასწავლად ეს ახალგაზრდა დედებისათვის უფრო საინტერესო იქნება. ისინი ცდილობენ რომ რამე ისწავლონ. სახლში შვილებთან თავისუფლები იყვნენ, აქ რასაც ისწავლიან შვილებს გაუზიარონ. ეს პროეტქი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

სოფელი მოლაოღლუს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გულლუ ნასიბოვა ამბობს, რომ პროექტის იდეა მას ეკუთვნის. ის წლებია სკოლაში მუშაობს და გაკვეთილებზე მოსწავლეების პრობლემებს ადვილად ხედავდა.

„ზოგი მშობელი სახლში შვილებს ეხმარება, ზოგი კი ვერა. ეს პრობლემა მე სულ მაწუხებდა. ამიტომ არიზს და ქამრანს ველაპარაკე. განვიხილეთ თუ როგორ შეიძლებოდა პრობლემის გადაჭრა. მადლობელი ვარ არიზის და ქამრანის რომ ასეთი პროექტი მოიფიქრეს და განახორციელეს. მე ძალიან გამიხარდა და აქ ახლა მოხალისეობრივად მათემატიკის გაკვეთილებს ვატარებ. ძალიან მომწონს პროექტი. მშობლები აქტიურად არიან და კარგად სწავლობენ. მე მათ ვეუბნები რომ გაკვეთილს თქვენთვის კი არა, შვილებისთვისაც ვატარებ, რომ სახლში მათ ასწავლოთ"


აღსანიშნავია, რომ არიზ დაშდამიროვმა და ქამრან ეფენდიევმა 5 წელია, რაც „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ დააფუძნეს და მას შემდეგ არა ერთ პროექტს ახორციელებენ.

"Marneuli" Radiosu

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google