აზიზკენტის N14 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

მარნეულის N14 საარჩევნო უბანზე დაპირისპირებისას ადგილზე მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი ხმის მისაცემად იმყოფებოდა.

გაჯიევის თქმით, უბანზე უოფნისას საარჩევნო უბანზე ჟურნალისტი მივიდა რომელმაც განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს დამკვირვებელს იარაღი ჰქონდა. მისივე თქმით, პოლიციამ აღნიშნული პირი შეამოწმა, მაგრამ მას იარაღი არ ჰქონია.

„ჟურნალისტი მოვიდა, ხელით მიანიშნა და ევროპული საქართველოს წევრი აჩვენა რომ მას იარაღი აქვს. მან თქვა რომ კოსტიუმის ქვეშ იარაღს ატარებს შეამოწმეთო. პოლიცია მოვიდა შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი რასაც უწოდებდა იარაღს სინამდვილეში ტელეფონი ყოფილა“- რუსლან ჰაჯიევი.

სოფელ აზიზკენტში N14 საარჩევნო უბანზე on.ge-ს ჟურნალისტი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, უბანზე ერთ-ერთ დამკვირვებელს იარაღი ჰქონდა.

რადიო "მარნეული"

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები