11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს. სავარაუდოდ, ძვირად ღირებულ ნივთს დაკარგავთ ან ძველი ვალის გადახდა მოგიწევთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი ურთიერთობის დროს. მოსალოდნელია კონფლიქტი უცნობ ადამიანებთან. მეგობრების დახმარებით ყველა პრობლემას გაუმკლავდებით.


კურო

ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სწორედ დღეს, მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. პირად საქმეებში მოსალოდნელია პრობლემები, ამიტომ ახლობელი ადამიანების რჩევა და დახმარება დაგჭირდებათ. მეგობრების დახმარებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით.


ტყუპები

გაითვალისწინეთ, რომ აგრესიულობა და ემოციურობა შესაძლოა, ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს და პარტნიორების ნდობა დაგაკარგინოთ. ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანონ. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლის დროს, ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, ელექტროხელსაწყოებთან და მჭრელ ინტრუმენტებთან მუშაობას. თვალი ადევნეთ მინიშნებებს. ამ დღეს თქვენი შინაგანი სამყარო გარე სამყაროს ანარეკლია.


კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს მოულოდნელი პრობლემების გამო მეგობრებისგან მატერიალური დახმარება დაგჭირდეთ. გირჩევთ, სიამაყე დაძლიოთ და ახლობელ ადამიანებს დახმარება სთხოვოთ. არ ინერვიულოთ - ეს დროებითი სირთულეებია და დიდხანს არ გაგრძელდება.


ლომი

რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორებს ყურადღებით დააკვირდეთ და, თუ საჭიროა, მათთან ურთიერთობის ფორმა შეცვალოთ. შეცდომამ ან მცდარმა ინფორმაციამ შეიძლება მოულოდნელი ხარჯი ან პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები გამოიწვიოს.


ქალწული

სავარაუდოდ, ამ დღეს ბიზნესწინადადებით მოგმართავენ, თუმცა დათანხმებას ნუ იჩქარებთ - სავარაუდოდ, შედეგი თქვენთვის მომგებიანი არ იქნება. ოჯახში მოსალოდნელია პრობლემები, რადგან, ვიღაც თქვენგან მეტ ყურადღებას და ზრუნვას ითხოვს. შესაძლოა, რჩევა ან მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ.


სასწორი

წარსულის შეფასებისა და ცვლილებების დღეა. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფ ადამიანებს - შესაძლოა, ახალი იდეებითა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვით გართულმა ხელიდან გაუშვათ შანსი, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობდით. ეცადეთ, ნებისმიერ ურთიერთობაში სიმშვიდე შეინაჩუნოთ და კომპრომისი მონახოთ.


მორიელი

ამ დღეს იზრდება თქვენი ოპტიმიზმი და სასიცოცხლო პოტენციალი, თუმცა ეს ძველი შეცდომების გამოსწორებაში არ დაგეხმარებათ. ბევრი მორიელი ფარული მტრის სიახლოვეს იგრძნობს. გაითვალისწინეთ, რომ მოვლენებზე პასიური დამკვირვებლის როლი ძალიან დაგაზარალებთ.


მშვილდოსანი

ამ დღეს ახალი ნაცნობობა შეიძლება უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ტრავმის რისკი მაღალია, ამიტომ ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლისას, ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, მჭრელ საგნებთან და ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობას.


თხის რქა

ცდუნებების აყოლა და არასერიოზულობა ქალებს პარტნიორთან ურთიერთობას გაუფუჭებს. მამაკაცებს ვურჩევთ, საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ნდობა და სიყვარული გამოიჩინონ. სავარაუდოდ, ურთიერთობებში კრიზისული პერიოდი სწორედ გრძნობების გამოვლენაში თქვენი სიმორცხვისა და თავშეკავების გამო დადგება.


მერწყული

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეში მეტი ყურადღება და წინდახედულება გამოიჩინოთ. ერიდეთ კატეგორიულობას, დაცინვას და უსარგებლო საუბრებს. ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.


თევზები


ეს დღე თავის მოტყებას და წინააღმდეგობას განასახიერებს. სავარაუდოდ, რეალობას ძალიან მხიარულ ფერებში ხედავთ და ღრუბლებში დაფრინავთ. მოსალოდნელია ფინანსური წარუმატებლობა და შეცდომები, არადა ახლა სიფრთხილე და ყურადღება ყველაზე მეტად გჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, რთულად განსაკურნი აღმოჩნდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, კბილებს და ღრძილებს.


Print