ქართულად თავისუფლად მოსაუბრე აზერბაიჯანელთა რიცხვი იზრდება

”სასიხარულოა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ენას,” - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (GMEA) წევრმა,

აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იზრდება აზერბაიჯანელთა რიცხვი, რომელთაც ქართულად კომუნიკაცია თავისუფლად შეუძლიათ.

აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი აზერბაიჯანელები, ქართული ენის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ.

"ჩვენს თანამემამულეებს ესმით, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია შეუძლებელია სახელმწიფო ენის, ქართული ენის ცოდნის გარეშე. საქართველოს აზერბაიჯანელები მიზნად ისახავს ინტეგრაციას და ძალიან სასიხარულოა, რომ ქართული საზოგადოება მიესალმება ამას,” - აღნიშნა ფაიგ გულიევმა.

 

წყარო: report.ge

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია