24 მარტს მარნეულში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, დამია, მოლაოღლი, ზემო სარალი, ხულდარა, კიროვკა, ცოპი, ახლო ლალო, ტაზაკენდი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია