ალგეთის სათემო ცენტრის სკვერში მერიის მხარდაჭერით  ხეები დარგეს

სოფელ ალგეთში, მარნეულის მერიის მხარდაჭერით და ალგეთის სათემო ცენტრის ინიციატივით,  „გამწვანების“ პროექტი განახორციელეს.


სათემო ცენტრის წევრებმა  პარკში  მცენარეები დარგეს. ცენტრის დამფუძნებელმა, აიშენ გიზბაშლიმ თქვა, რომ  მათ სოფელში  ახალგაზრდებისთვის დროის გასატარებლად არანაირი ადგილი არაა. ამიტომ მოძებნეს ალტერნატუული სიცრცე, რომლის გამოყენებასაც ეფექტურად შეძლებენ.

„ტერიტორია თავდაპირველად ალგეთში მერის წარმომადგენელის ელხან ალაჰვერდიევის მხარდაჭერით გაწმინდეს. შემდეგ მერიის წარმომადგენლების და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილოებით, ხეები დავრგეთ.  ძირითადი მიზანია, დავასუფთავოთ პარკის ტერიტორია  და მისი ფუნქცია აღვადგინოთ“

მარნეულის მერიამ ალგეთის სათემო ცენტრის წევრებისთვის  1000 ლარის ღირებულების ხელთათმანები, ერთჯერადი პარკები და ნერგები შეიძინა. 

მარნეულის მერის თანაშემწე ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევი რადიო "მარნეულთან საუბრისას ამბობს,  რომ სოფელ მოლაოღლსა და ალგეთში გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელეს. 

„მოლაოღლიში უფრო დიდი მასშტაბის პროექტი განვახორციელეთ. არალეგალური ნაგავსაყრელი გაიწმინდა. მის ადგილას კი მიწა დაყარეს და ხეები დარგეს. მერიამ ამისთვის დაახლოებით 40-50 მანქანა მიწა, ტექნიკა და ნაგვის ურნები გადასცა რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო“

ადილ ალიევი აცხადებს,  რომ მსგავსი პროექტების განხორციელებაზე არც მომავალში
იტყვიან უარს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google